აღმოჩენილია დიდი ოდენობით ჰეროინი – ფინანსთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

13 ივნისს, შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება, ჰეროინი აღმოაჩინეს. სამართალდარღვევის ფაქტი საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო რისკების მართვის სამმართველოს მიერ მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული რისკის საფუძველზე გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით საქმეში გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალურ პოლიციას.

აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი დღეს, 12 საათზე ფინანსთა სამინისტროში გაიმართება

banner
წინა სტატიაშიქართველი ემიგრანტი ქალბატონის გარდაცვალების ფაქტი ოჯახს ეცნობა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ერთი წელი გავიდა საშინელი 13 ივნისიდან