ქართველი ემიგრანტი ქალბატონის გარდაცვალების ფაქტი ოჯახს ეცნობა

,,თაიმერს,, საბერძნეთში მცხოვრები ხათუნა ჯუშოშვილი დაუკავშირდაათენის კლინიკა „ევანგელოზმოში“ ქართველი ქალბატონი ციცო ჯენია გუგუნავას გარდაცვალებას საბერძნეთში საქართველოს საკონსულო ადასტურებს. როგორც „თაიმერს“ საგარეო უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ქალბატონი გუშინ გარდაიცვალა და ამ დრომდე მიმდინარეობს ოჯახის წევრების მოძებნა.
გადამოსვენების ხარჯს სახლემწიფო გაიღებს, თუმცა როგორც საგარეო უწყებაში განგვიცხადეს, პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახის წევრები უნდა მოიძებნონ. უწყების ცნობითვე, ქალაბატონის მდგომარეობის შესახებ საბრძნეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებული იყო და ყოველდღიურ მონიტორინგს ატარებდა.
სამგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსიამ „თაიმერს“ ახლახან აცნობა, რომ გარდაცვლილის ოჯახი მოიძებნა და ისინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულნი არიან.

banner
წინა სტატიაში2016 წლის 14-15 ივნისს გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი, 36-ე რაუნდი
შემდეგი სტატიააღმოჩენილია დიდი ოდენობით ჰეროინი – ფინანსთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა