“აღმაშფოთებელია, რომ არც ერთი სამართალდამცველი არ აღმოჩნდა, რომ მკვლელი დაეკავებინა”

მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელ პაატა ბურჭულაძის თქმით, აღმაშფოტებელია ის ფაქტი, რომ საქართველოში მოქალაქეები თავს დაუცველად გრძნობენ.

აღნიშნული განცხადება პაატა ბურჭულაძემ სოფელ რუხში ე.წ. საზღვრის მონახულებისას განაცხადა.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია, რომ არ აღმოჩნდა არც ერთი სამართალდამცავი, რათა 19 მაისს, ხურჩაში ე.წ. საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაეკავებინათ.

“აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანაში თავს დაუცველად ვგრძნობთ. აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ არც ერთი სამართალდამცველი და ჯარისკაცი არ აღმოჩნდა, რომ მკვლელი დაეკავებინა. მე მინდა მოვითხოვო ჩვენი მთავრობისგან, სცადოს მაინც და თავი გვაგრძნობინოს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოში, რომელსაც აქვს თავმოყვარეობა”,- განაცხადა მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” დამფუძნებელმა.

სუს-ის ინფორმაციით, 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: არჩევნების დიდი უპირატესობით მოგებას ვგეგმავთ
შემდეგი სტატია(+ვიდეო) კორცხელის #53 უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა