ირაკლი კობახიძე: არჩევნების დიდი უპირატესობით მოგებას ვგეგმავთ

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივან ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია წყალტუბოში არჩევნების მოგებას დიდი უპირატესობით გეგმავს, რის თქმის საფუძველსაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა განწყობა აძლევს.

მისი განცხადებით, წყალტუბოში არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, თუმცა აქაც, ისევე როგორც ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციული საშუალებებით ცდილობს საარჩევნო პროცესში უხეშად ჩარევას.

“მე ვნახე ფულის გადაცემის კადრები, რაც ჩემთვის ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია. ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დადგმული პროვოკაცია. ისინი ხელს უშლიან საარჩევნო პროცესის მშვიდად ჩატარებას, ისევე როგორც დღეს ზუგდიდში მოიქცა გიგა ბოკერია. ცდილობდა, არეულობა შეეტანა საარჩევნო პროცესში, ასევე “ნაცმოძრაობა” “თავისუფალი ზონის” წევრების დახმარებით ცდილობს, პროვოკაციულად წარმართოს მოლენები.

რაც შეეხება ჩვენი პარტიის კანდიდატს, ჩვენ დიდი უპირატესობით ვგეგმავთ არჩევნების მოგებას და ამის თქმის იმედს ამომრჩევლის განწყობა მაძლევს”,- განაცხადა კობახიძემ.

დღეს, საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის, გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.

banner
წინა სტატიაში(video) სოფელ კორცხელში „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და ჟურნალისტები სცემეს
შემდეგი სტატია“აღმაშფოთებელია, რომ არც ერთი სამართალდამცველი არ აღმოჩნდა, რომ მკვლელი დაეკავებინა”