აღმაშენებლის გამზირზე გუშინ დაშავებულ ბავშვს კლინიკაში გამოკვლევები უტარდება

აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ გუშინ დაშავებულ ბავშვს ინგოროყვას კლინიკაში გამოკვლევებს უტარებენ.
მოზარდს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ კომენტარს ექიმი მოგვიანებით გააკეთებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ მიმდინარეობდა კონცერტი, რა დროსაც ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5-დან მე-4 სართულზე ჩავარდა.
დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას მუცლის ღრუს დახურული ტრავმა და ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. ბიზნესცენტრში მოზარდი ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების განცხადებით, ღონისძიების დაწყებამდე ბავშვი მოაჯირზე მიფარებულ ფარდას მიეყრდნო. მოაჯირის ამ ნაწილს კი, შუშა არ ჰქონდა მიმაგრებული, რის შედეგადაც ბავშვი სართულიდან გადავარდა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიცნობილია, ვის მოუწევს ავტომობილზე გადასახადის გადახდა
შემდეგი სტატიასახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მიეცა