სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთი პირი პასუხისგებაში მიეცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი პასუხისგებაში მისცა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, მიღება – ჩაბარების აქტები გააყალბეს, რომლებიც მიწის ნაკვეთების ვითომდა, კანონიერ მფლობელობაში გადაცემას ადასტურებდა. ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ ქალაქ თბილისის მიმდებარედ, სოფელ ქვემო ლისის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ, ჯამში 4 500 მ2 ფართობის სამ მიწის ნაკვეთს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება 334 287 ლარს შეადგენს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე და მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაღმაშენებლის გამზირზე გუშინ დაშავებულ ბავშვს კლინიკაში გამოკვლევები უტარდება
შემდეგი სტატიასასამართლომ ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო