“აღარ მჯერა, თუ ოდესმე მოაგვარებენ ამ პრობლემას” – გონიოში ადგილობრივებმა აქცია გამართეს

საკარმიდამო ნაკვეთების დაკანონების მოთხოვნით, გონიოში მოსახლეობამ მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საკითხის საბოლოოდ მოგვარების პირობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსგან ჯერ კიდევ ორი კვირის წინ მიიღეს. მათი თქმით, მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე მათ ერთი კვირის წინ უნდა შეხვედროდა, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღიათ.

„მინისტრმა გვითხრა, რომ შეგვხვდებოდა და საბოლოოდ გადაწყვეტდა ჩვენს საკითხს. საერთოდ არავინ შეგვხვდა. აღარ მჯერა, თუ ოდესმე მოაგვარებენ ამ პრობლემას.”– ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, აქციაზე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა კაკაბაძე მივიდა. მან მოსახლეობას საკითხის მოგვარების გარანტიები მისცა.

აღნიშნული გარანტიების მიცემის შემდეგ, აქცია დაიშალა, თუმცა მოსახლეობა ამბობს, რომ საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ისევ გამოვა ქუჩაში.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაგოცირიძე: „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორები მოატყუა