ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანი ლიდერობს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები დასრულდა. შედეგების თანახმად, ყველაზე მეტი – 1132 ხმა დავით ასათიანმა მიიღო. ასათიანი გამარჯვების შემთხვევაში ასოციაციას შემდეგი 4 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში მონაწილე კანდიდატი დავით ასათიანი აცხადებს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგებს დაელოდება და მეორე ტურისთვისაც მზად არის.

„მინდა, გადავუხადო დიდი მადლობა ჩვენს ადვოკატებს. ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა, რომელიც მივიღეთ ჩვენ და ჩვენმა გუნდმა. ათასზე მეტი ხმა და ჩვენ მეორე ადგილზე გასულ კონკურენტს გავასწარით ხუთასი ხმით, მივიღეთ უფრო მეტი ხმა, ვიდრე ყველა კონკურენტმა ერთად. თუ საჭირო გახდა, ჩვენ წავალთ მეორე ტურზე და გავიმარჯვებთ მეორე ტურში“, – განაცხადა დავით ასათიანმა.

ამ დროისთვის, უცნობია, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუ ერთ-ერთი კანდიდატი გამოცხადდება გამარჯვებულად. თუკი არჩევნების მეორე ტური გახდება საჭირო, მასში მონაწილეობას დავით ასათიანი და ლევან ჯანაშია მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა
შემდეგი სტატიასანდრა რულოვსი: “მიხეილის გარეშე მიჭირს, მაგრამ მან შემომითვალა, რომ არ დავნებდეთ”