სანდრა რულოვსი: “მიხეილის გარეშე მიჭირს, მაგრამ მან შემომითვალა, რომ არ დავნებდეთ”

კიევში, 10 დეკემბერს გამართულ საპროტესტო მსვლელობაში, რომლის მთავარი მოთხოვნაა უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პორიშენკოს იმპიჩმენტი, მონაწილეობა მიიღო საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა. მიტინგზე გამოსვლისას მან განაცხადა, რომ უკრაინას სჭირდება ცვლილებები, რათა ხალხმა უკეთ იცხოვროს, ბოლო 4 წლის განმავლობაში კი ცხოვრების დონე ქვეყანაში ბევრად გაუარესდა.
“პოროშენკო ბევრს ჰპირდებოდა ხალხს. შესაძლოა, მას უნდოდა, მაგრამ ვერ შესძლო. პოლიტიკა – ბიზნესი არ არის და არც ხალხია – საქონელი. უკრაინის ხელისუფლებამ “წითელ ხაზს” გადააბიჯა”,- აღნიშნა სანდრა რულოვსმა.
ჟურნალისტების შეკითხვას – “როგორ აფასებს დღევანდელ სიტუაციას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით”, მან ასე უპასუხა: “მიხეილის გარეშე მიჭირს, მაგრამ მან შემომითვალა, რომ არ დავნებდეთ”.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი დააკავეს კიევში 8 დეკემბერს და მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატორში.
უკრაინის პოლიციის შეფასებით, 10 დეკემბერს კიევში გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო 2,5 ადამიანმა, თუმცა აქციის ორგანიზატორთა შეფასებით, კიევის ქუჩებში 50 ათასი ადამიანი გამოვიდა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/dostali.hvatit/videos/1738688679499232/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაშიადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში დავით ასათიანი ლიდერობს
შემდეგი სტატიაგოგი თათუხაშვილი, ამოკერილი პირით უვადო შიმშილობას აგრძელებს (ფოტო)