ადვოკატის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილს პროკურატურა თანხების მითვისებას ედავება

მაია რჩეულიშვილის ადვოკატის მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა თანხების მითვისებას ედავება.

როგორც მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მაია რჩეულიშვილის ბრალი 182-ე მუხლით წაუყენეს.

„ბრალში ასეთი რაღაც ეწერა, რომ გარკვეული თანხები შევიდა „მაგნოლიას“ მშენებლობაზე, აქედან რამდენიმე მილიონი წაიღეს და მისი კვალი აღარ ჩანს. ეს თანხა მშენებლობას არ მოხმარდა და აცხადებენ, რომ 500-მდე დაზარალებული ყავთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მაია რჩეულიშვილს ძალიან გაუკვირდა ბრალდება, რადგან სახლი აშენებულია, ხალხი ცხოვრობს და გაქირავებულიც აქვთ.

“საინტერესოა რაში თვლიან თავს დაზარალებულებულებად? ვალდებულებები შესრულებულია და მოგება სად წაიღეს ეს რა შუაშია?! ყველას მივეცით ბინა უბრალოდ ექსპლუატაციაში არ არის ბინა, რადგან აზომვებთან დაკავშირევით არსებობს რაღაც პრობლემები. თუ მხოლოდ აზომვებია, მე ამაში დანაშაულს ვერ ვხედავ. საღამოს ჩაგვბარდება დოკუმენტები”, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპორტუგალიელი პატარა ბიჭი მოტირალ ფრანგ გულშემატკივარს ამშვიდებს (ვიდეო)
შემდეგი სტატიავახტანგ რჩეულიშვილი: 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი