ვახტანგ რჩეულიშვილი: 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი

მე ამ ყველაფერს ვუკავშირებ ქონების გადანაწილების პროცესს. ასე მოხდა წინა არჩევნებზე და იგივე ხდება დღესაც. არჩევნებზე აღარ უნდათ, რომ ფული დაგვიბრუნონ, რომელიც გვეკუთვნის, – განაცხადა პროკურატურასთან ვახტანგ რჩეულიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, იმის მაგივრად, რომ სახელმწიფომ „ცენტრ პოინტის“ კუთვნილი თანხა დააბრუნოს, ხდება ქონების წართმევა.

„10 მილიონი დოლარი, რომელიც მართებს ფინანსთა სამინისტროს ჩვენი, ზედმეტი გადასახადის სახით რომ დაგვიბრუნონ, სულ ააშენებდა ყველა ამ ადამიანის სახლს. იმის მაგივრად რომ ეს ფული დაგვიბრუნონ, ხდება ქონების წართმევა. ცდილობენ, რომ დაამძიმონ სიტუაცია და მაიას ათქმევინონ უარი ქონებაზე. ჩვენ 95% ვალდებულებები შევასრულეთ მაშინ, როცა 70% ცუდი გადამხდელი გვყავს, მთავრობას კი ჩვენი 50 მილიონი მართებს, რომლის 5% კი სულ დაამთავრებდა ამ პრობლემას. ამას ციფრებით დავამტკიცებ ყველა უწყებაში. ეს იცის პროკურატურამაც და ამიტომაც ცდილობენ გუკას დაჭერას, რომ ქონებაზე უარი ათქმევინონ. თუ არ არის პოლიტიკური 30 მილიონს კონცერტებში რომ იხდიან, 10 მილიონი მოეცათ ჩვენთვის და დამთავრებული იქნებოდა ეს ამბავი”,- განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ინფორმაციით, მაია რჩეულიშვილს პროკურატურა თანხების მითვისებას ედავება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ მე და პრემიერი, ყველა გაიგებთ