ადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ სცნო

ბათუმში, 2017 წლის 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ სცნო, – ამის შესახებ ლაშა დეკანაძის ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, საგამოძიებო ორგანო ლაშა დეკანაძეს 2017 წლის 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების დროს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებოდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს მიიღო და დაცვის მხარის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

„პროკურორი ლაშა დეკანაძისთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. სასამართლო არ დაეთანხმა ბათუმის საქალაქო და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებს, რომლებიც დაკავებულს პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებულად მიიჩნევდნენ. უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ის სრულიად უდანაშაულოდ იჯდა ციხეში წელიწადნახევარი”, – განაცხადა დავით ჯაფარიძემ.

დაკავებულმა ლაშა დეკანაძემ საპროცესო გაფორმებაზე უარი განაცხადა. მას პირობითი სასჯელიც გაუუქმდა. აღსანიშნავია, რომ ლაშა დეკანაძემ უდოს გადაწყვეტილებით დროზე ადრე დატოვა საპატიმრო.

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით 21 პირი იყო პასუხისგებაში მიცემული.

banner
წინა სტატიაში“ოცნების” შიგნით დაიწყო ერთმანეთის ჭამა” – ოპოზიცია იურიდიულ კომიტეტში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაგიორგი კახიანი-საპატრიარქოში ირაკლი კობახიძის დღევანდელი შეხვედრა არჩევნებს არ უკავშირდება