გიორგი კახიანი-საპატრიარქოში ირაკლი კობახიძის დღევანდელი შეხვედრა არჩევნებს არ უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გიორგი კახიანის განცხადებით, საპატრიარქოში პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დღევანდელი შეხვედრა არჩევნებს არ უკავშირდება.

როგორც გიორგი კახიანმა აღნიშნა, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრები ხშირად იმართება.

„ჩვენ მუდმივად ვხვდებით საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ქმედებებში არაერთხელ გამოჩნდა და საზოგადოებამ ეს ნახა. ესეც ამ ტიპის მიმდინარე შეხვედრა იყო. არჩევნებთან ამას არანაირი კავშირი არ ჰქონია“, – განაცხადა კახიანმა.

მისივე თქმით, შეხვედრა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხებოდა.

კახიანის განცხადებით, აღნიშნული შეხვედრები არც მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს უკავშირება, რადგან ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის ინფორმაციით, ბათუმის მოვლენების დროს დაკავებული ლაშა დეკანაძე უზენაესმა სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ სცნო
შემდეგი სტატია12 წლის ბავშვის დედის ინფორმაციით, მამაკაცმა მისი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედება მეორედ განახორციელა