ადვოკატი: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა არ შეგვიძლია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებადამცველებმა მოინახულეს. შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურისთვის დაკისრებული სანქცია გაუქმდა.

ბექა ბასილაიას თქმით, ამ გადაწყვეტილებით, ქართულმა სასამართლომ თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული არ იქნება.

“მაშინ, როცა ამ ქვეყანაში ყველა იურისტი შეთანხმდა, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემები უკანონოდ იქნა გამჟღავნებული, მაშინ, როცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტრომ და პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვიეს კანონი, მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილის უფლებების შეზღუდვისა და შელახვის თაობაზე სხვადასხვა ინსტიტუციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გამოხატეს მკაფიო პოზიცია, ქართულმა სასამართლომ თქვა, ყველანაირი უკანონობის ჩადენის უფლება აქვს, პენიტენციურ სამსახურს, იუსტიციის სამინისტროს და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებებს საქართველოს სასამართლოში არ ექნება არანაირი დაცვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებს, მიხეილ სააკაშვილს, მისი უფლებების დაცვა არ შეგვიძლია. რეალურად, სასამართლოს უფლება გაუქმებულია”, – თქვა ბექა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან ხვალ აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაწალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ შეხვედრა გამართა