წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ შეხვედრა გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ შეხვედრა გამართა. თამარ ბელქანია სოციალური მომსახურებისა და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა. კერძოდ, მერის მოადგილემ შეხვედრა ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლებთან გამართა.

შეხვედრა სამუშაო ფორმატის იყო და მთავარი საკითხი განყოფილების ქმედითობა და მისი უფლებამოსილების განხორციელება გახლდათ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განყოფილება, რომელიც ორი წელია ფუნქციონირებს რეალურად შედეგზე ჯერჯერობით ვერ გადის. განყოფილებაში ამჟამად 4 ადამიანი მუშაობს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ დებულებიდან გამომდინარე, განყოფილებას დამატებით უნდა ჰყავდეს ექიმი და ფსიქოლოგი, რაც სრული დატვირთვით მუშაობის შესაძლებლობას გააჩნეს. ასევე, კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელი გახდება, აღრიცხოს ისეთი ოჯახები, სადაც მაქსიმალურად შეუწყობენ ხელს ბავშვთა უფლებების დაცვასა და იზრუნებენ ინკლუზიური ჯგუფების მხარდაჭერაზე. როგორც გაიკრვა, ეს პოზიციები დღემდე ვაკანტურია.

შეხვედრაზე მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ მზაობა გამოთქვა აღნიშნული განყოფილების გააქტიურებისა და გაძლიერებისათვის.

დებულების თანახმად, განყოფილების კომპეტენციაა : ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება. პროცესის მონიტორინგი და შეფასება; “სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა; ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განყოფილება, რომელიც უკვე ორი წელია ფუნქციონირებს ჯერ ეფექტურად ვერ მუშაობს. არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და სხვა უფლებამოსილებები.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი: სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცხადყო, რომ საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა არ შეგვიძლია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვებგვერდი www.garibashvili.ge – ამოქმედდა