ადვოკატი იუსტიციის მინისტრს მიმართავს და ვანო მერაბიშვილისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას მოითხოვს

სახალხო დამცველის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ვანო მერაბიშვილის სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობა არის მომატებული, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატი მოუწოდებს იუსტიციის მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდეს და დაისვას ზუსტი დიაგნოზი.

“მუდმივად ვამბობდით, რომ მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არ იყო ჩატარებული სრულყოფილი კვლევა და არ იყო ზუსტი დიაგნოზი.სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა ექსპერტიზა. მათ მოითხოვეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც არსებობდა სამედიცინო კვლევების შედეგად მიღებული. დაიქირავეს ექსპერტი და გადასცეს ეს დოკუმენტაცია. აღმოჩნდა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულყოფილი. სისხლის საერთო ანალიზში ლიმფოციტების ოდენობაა მომატებული. გაიცა რეკომენდაცია, რომ დამატებით ჩატარდეს გამოკვლევები. ექსპერტის თქმით, ლიმფოციტების მატება შეიძლება გამოწვეული იყოს ვირუსით, რომელიც მერაბიშვილს ამ მომენტამდე აქვს. მოვუწოდებთ იუსტიციის მინისტრს, დამატებითი გამოკვლევები ჩატარდეს და დაისვას ზუსტი დიაგნოზი”, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ამოცანად რჩება, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, ბიძინა ივანიშვილი დამარცხდეს და ამასთან დაკავშირებით გრძელვადიან სტრატეგიას შევიმუშავებთ”
შემდეგი სტატია“თუ იქნება კონკრეტული მცდელობები რაიმე სამართალდარღვევის ჩადენის, შსს რეაგირებას მოახდენს”