ადვოკატი – ის, რაც ნიკა მელიამ 20 ივნისის აქციაზე საჯაროდ თქვა, არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ის, რაც ნიკა მელიამ საჯაროდ თქვა, არავითარ შემთხვევაში არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მან არაერთი განცხადება გააკეთა, მაგრამ რატომღაც პოლიციელებს მხოლოდ მისი ეს საჯარო განცხადება ახსოვთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, დღეს დაკითხული პოლიციელების ჩვენებების მსგავსი ჩვენებებია საქმეში, რითაც სახელმწიფო ბრალდება ნიკა მელიას დანაშაულებრივი ქმედების დადასტურებას ვერ შეძლებს.

„საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი არაფერი გაგვიგია. ორივე მათგანი აფიქსირებდა იმას, რომ გაიგეს ნიკა მელიას განცხადება, რომელიც მიკროფონში იყო ნათქვამი და თითქმის ყველა ტელეარხით გავიდა. რაც შეეხება დეტალებს, ან პირად საუბრებს, ან მის მოქმედებებს, ამას არც ერთი მათგანი არ აფიქსირებდა. საქმეში 90% მსგავსი ჩვენებებია. მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენება და მსგავსი მტკიცებულებები არაფრის მთქმელია, როცა ნიკა მელიას ედავებიან სახელმწიფო გადატრიალებას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას.

ის, რაც ნიკა მელიამ საჯაროდ თქვა, არავითარ შემთხვევაში არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მან არაერთი განცხადება გააკეთა, რატომღაც, მხოლოდ მისი ეს საჯარო განცხადება ახსოვთ და არ ახსოვთ დაახლოებით, ერთი საათის შემდეგ მიკროფონში ნათქვამი განცხადება, როცა ის საზოგადოებას მოუწოდებდა, ამშვიდებდა და შესვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებით ნებართვას იღებდა – ეს რატომღაც, არც ერთ პოლიციელს არ ახსოვს. ასევე არ ახსოვს არც ერთ პოლიციელს ის ფაქტი, თუ როგორ იძულებით დაატოვებინეს ნიკა მელიას, პარლამენტის წევრს საქართველოს პარლამენტის შენობა“, – განაცხადა კონდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა – პენსიონერებთან დაკავშირებით „ლიბერთი ბანკთან“ შეთანხმება შედგა