ადვოკატი – არ გამოვრიცხავ, ზურაბ ზვიადაურს კლინიკაში გადაყვანა დასჭირდეს

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატის, მაგდა კოტრიკაძის განცხადებით, სამედიცინო დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, საჭიროებს თუ არა ზვიადაური კლინიკაში გადაყვანას და იქ მკურნალობას.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სამედიცინო დასკვნა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დღეს მოვინახულე ზვიადაური. მედიკამენტებზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ხერხემალზე აქვს თიაქარი, ქირურგიული ოპერაცია სამჯერ აქვს ჩატარებული.

ველოდებით სამედიცინო დასკვნას. ამის შემდეგ გადაწყდება მკურნალობის სტრატეგია. შეიძლება დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, შეიძლება არ დასჭირდეს, დასკვნას ველოდებით. არ გამოვრიცხავ, რომ დასჭირდეს. დასკვნა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი” , – განაცხადა ადვოკატმა.

banner
წინა სტატიაშირთველის საკოორდინაციო შტაბი – 2 300 ტონამდე დასეტყვილი ყურძენი უკვე გადამუშავებულია
შემდეგი სტატიაგაბუნია – ვიდრე ეპიდსიტუაციის საკმარისად დასტაბილურება არ მოხდება, სკოლებში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ