ადვოკატები ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული 2 პირის თავდებით გათავისუფლებას, ერთის კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულ სულიკო საყევარაშვილის ადვოკატი გელა ნიკოლეიშვილი მისი დაცვის ქვეშ მყოფის და კიდევ ერთი ბრალდებულის გიორგი სახელაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით შეცვლას ითხოვს.

როგორც საყევარაშვილის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა განმარტა, სამივე ბრალდებულს თავდებში მომღერალი გია გაჩეჩილაძე, ზაზა პაპუაშვილი, ვახტანგ შაქარიშვილი და სხვა პირები უდგებიან.

ადვოკატების თქმით, დაკავებულების თავდებობით გაშვებას 2000 ადამიანი აწერს ხელს.

რაც შეეხება ვაჟა გიგაურს, მისი ადვოკატის, დათუნა მოდებაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ბრალდებულებს კითხვით მიმართა იცნობენ თუ არა თავდებში მყოფ პირებს. კერატიშვილმა აღნიშნული პირების სხდომათა დარბაზში შეყვანა მოითხოვა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მხარს უჭერენ პუტინისა და ბაიდენის შეხვედრას
შემდეგი სტატიათიბისის და Visa-ს ინიციატივით, მომსახურე პერსონალისთვის “თიფის“ დატოვება უკვე ბარათით და ტერმინალითაა შესაძლებელი