თიბისის და Visa-ს ინიციატივით, მომსახურე პერსონალისთვის “თიფის“ დატოვება უკვე ბარათით და ტერმინალითაა შესაძლებელი

თიბისის და Visa-ს ერთობლივი ინიციატივით, მომხმარებლები მომსახურე პერსონალისთვის მადლიერების ნიშნად, ე.წ. „თიფის“ დატოვებას უკვე ბარათებით შეძლებენ.

პოს-ტერმინალებს ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. შესაბამისად, სასტუმროებში, რესტორნებსა თუ კაფეებში თიფის დატოვება ნაღდი ფულის ნაცვლად, უკვე მარტივად, ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. ამისათვის კი მხოლოდ ბარათის თიბისის ტერმინალზე დადებაა საჭირო.

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მომხმარებლებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ისეთ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ, რაც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. აქამდე, რესტორნებსა თუ კაფეებში მადლიერების გამოსახატად, მომსახურე პერსონალისთვის თიფის დატოვება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა. სიახლის დანერგვით, გვინდა, ბინზესების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს პროცესები მაქსიმლურად გავუმარტივოთ და თავიდან ავარიდოთ ის უხერხულობა, რაც ნაღდი ფულის არ ქონამ შესაძლოა გამოიწვიოს“, – თამუნა ჟიჟილაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის ლიდერი.

ფუნქციონალის გააქტიურება ბიზნესების წარმომადგენლებს სრულიად უსასყიდლოდ, დისტანციურად შეუძლიათ. ბარათით თიფის გადახდა უკვე 200-მდე ობიექტშია ხელმისაწვდომი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

banner
წინა სტატიაშიადვოკატები ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებული 2 პირის თავდებით გათავისუფლებას, ერთის კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაბერლინთან საავადმყოფოში ოთხი ცხედარი იპოვეს