ადვოკატები ციხის ადმინისტრაციას დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებენ

“ციანიდის საქმის” მსჯავრდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მათ უფლებამოსილების განხორციელებაში ხელი შეუშალა და ამასთან, მსჯავრდებულის პირად მონაცემებს უკანონოდ გაეცნო. ადვოკატების თქმით, ერთი კვირის წინ, მათ მამალაძესთან საპატიმროში ბანკში წარსადგენი დოკუმენტი ხელმოსაწერად შეიტანეს, ხელმოწერის შემდეეგ კი დოკუმენტის ციხიდან გამოტანის უფლება ციხის ადმინისტრაციამ აღარ მისცა.
“მე გავაპროტესტე ის, რომ ადმინისტრაცია ცდილობდა ყველა დოკუმენტაციის შინაარსის გაცნობას, ამის შემდეგ შეწყვიტეს შინაარსის გაცნობა, საპყრობილეში შევედი დაუბრკოლებლად, თუმცა როდესაც გამოვდიოდი დოკუმენტაციით ხელში, უსაფრთხოების შემოწმება გავიარე, აგრესიული ტონით შემოვიდა ოთახში პიროვნება, რომელიც გამეცნო როგორც მე-9 დაწესებულების დირექტორის მოადგილე და თქვა, რომ დაკავებული ვიყავი და ამ დოკუმენტაციის ამოღება უნდა მომხდარიყო და მე ამ დოკუმნტებით ვერსად ვერ გადავაადგილდებოდი” აცხადებს თამარ ავალიშვილი.
“როგორც ჩანს, ვიღაცა პირდაპირ ეძებს ადმინისტრაციასთან ერთად, გარკვეული ძალოვანი სტრუქტურები და მათ შორის პროკურატურაც და სამართალდამცავი ორგაონები, რომ იქნებ რამე ახალი ნიუანსი, დეტალი ნახონ მამა გიორგისთან მიმართებაში, რამე გარკვეული კანონდარღვევა, რომ ახალი გამართლება გამოუნახონ თავიანთ უკანონო ქმედებებს.” აცხადებს მიხეილ რამიშვილი
ადვოკატები გენერალურ ისნპექციას მიმართავენ დაინტერესდნენ ფაქტით და გამოიძიონ

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი ნათია თოდუას გამარჯვებას ულოცავს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ განკარგულება გამოსცა