ადმინისტრაცია: პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგს

region
ავტ.: region ოქტომბერი 10, 2019 16:22

ადმინისტრაცია: პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგს

“პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პრემიერმინისტრის ბაქოში ვიზიტის შედეგს,” – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინიტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად მოიძებნება ორი მეგობარი ქვეყნის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილებები.

“ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ქართული საზოგადოებისათვის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში არსებული ეკლესიების გახსნა კიდევ ერთი ნაბიჯია გარეჯის კომპლექსისა და მთლიანად საზღვრის დაზუსტების საკითხების მოსაგვარებლად,” – წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

საქართველოს პრემიერმინიტმა დღეს, 10 ოქტომბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე მისი აზერბაიჯაინში ვიზიტი შეაჯამა და თქვა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დავით გარეჯის საკითხი განიხილეს, სადაც შეთანხმდნენ, რომ ხვალიდან, 11 ოქტომბრიდან ქართველი სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსში არსებული ყველა ეკლესია-მონასტერი გაიხსნება.

region
ავტ.: region ოქტომბერი 10, 2019 16:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,581
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics