ადგილობრივი თვითმმართველობები და ანტიკორუფციული სტრატეგია – IDFI-ს კვლევა

ადგილობრივი თვითმმართველობები და ანტიკორუფციული სტრატეგია – ამ საკითხზე კვლევას და რეკომენდაციებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ავრცელებს. IDFI-ში ამბობენ, რომ დღემდე არ არის განსაზღვრული ადგილობრივ თვითმმართველობებში კორუფციის რისკები, რაც აუცილებლად დასარეგულირებელია.

არასამთავრობო ორგანიზაციაში კორუფციის რისკების შესამცირებლად კი პირველ რიგში, ადგილობრივი სტრუქტურების გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

“თვითმმართველობების ჩართულობა ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობაში შედარებით ნაკლებია. კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, რათა კორუფციის პრევენციის მექანიზმი უფრო აქტიურად და ეფექტიანად დაინერგოს,” – განმარტავს IDFI-ს პროექტის კოორდინატორი დავით მაისურაძე.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი გოლი გაუშვა თავის კარში
შემდეგი სტატიასარეკრეაციო ტერიტორიებზე მწვანე ნარგავების უნებართვოდ მოჭრა შესაძლოა, დასჯადი გახდეს