„ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი გოლი გაუშვა თავის კარში

„ქართულმა ოცნებამ

„ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთი გოლი გაუშვა თავის კარში„საქართველოს ექსპერტთა კლუბის” ხელმძღვანელი სოსო ცისკარიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას ამბობს, რომ მისი პოლიტკური აქცენტები არ გაკვირვებია. ამის მიზეზად ის საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ანგარიშის მოსმენაზე უარის თქმას ასახელებს.

„ძნელი წარმოსადგენი იყო რომ ქადაგიძის განცხადებები პოლიტკურად ანგაჟირებული არ იქნებოდა, რადგან მის მიმართ პარლამენტის დამოკიდებულებაც ასეთივე იყო. „ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის არმოსმენის ინიციატორი გახლდათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. როდესაც ბანკის პრეზიდენტი იხვეწება მივდივარ და მოიმისმინეთ რა გავაკეთეო და მაზე არის უკმეხი პასუხები, ამ ფონზე ვფიქრობ ქადაგიძე თავშეკავებულიც კი იყო”,- ამბობს ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ქაგდაგიძისთვის საპარლამენტო ტრიბუნის არ დათმობის გამო, „ქართულმა ოცნებამ” არასწორი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა, რითაც მისმა ოპონენტებმა კარგად ისარგებლეს.

„ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთი გოლი გაუშვა თავის კარში. ნაცვლად იმისა რომ „ეროვნული ბანკის” პრეზიდენტის მოსმენა მომხადარიყო პარლამენტის სხდომაზე, ეს მოხდა სატელევიზიო ფორმატში, საზოგადოების თვალწინ. ამიტომ პოლიტკოსს არამატრო სახელი უნდა ერქვას პოლიტკოსის, არამედ რეალობას უნდა აცნობიერებდეს და საკუთარ სიჯიუტეს მარტივად უნდა აბიჯებდეს. ასეთი რამ ჩვენი დღევნდელი პარლამენტის უმრავლესობას არ აქვს. ამიტომ საზოგადოების მხრიდან ყურადღება ზოგიერთი ვაიპარლამენტარის გამო აჩუქეს „რუსთავი 2″-ს, რომლის ეთერშიც ისაუბრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, “-დასძენს ცისკარიშვილი.

მისივე თქმით სასურველი იყო,რომ ქადაგიძის განცხადებები უფრო ნეიტრალური და პროფესიული ყოფილიყო.

„ის, რასაკვირველია, ნეიტრალური უნდა ყოფილიყო, რაც მაინცდამაინც არ ჩანდა. თურმე მან მხოლოდ თანამდებობასათან დამშვიდობებისას დათვალა რამდენი სამინისტროა საქართველოში და თითქოს 2012 წლამდე სამინისტროების დეფიციტი იყო, რაც ცხადია ასე არ არის. მისი გამოსვლის შინაარსი, შესაძლებელია ყოფილიყო უფრო პროფესიული. ზოგადად „ეროვნული ბანკის” მიერ გაწეული მუშაობის რეალური სიტუაციის შეფასება მოხდება მაშინ, როდესაც სრულიად ობიექტური და მიუკერძოებელი მონიტორინგი განხორციელდება. რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებას, მაინტერსებს როდის გაუჩნდა ეს იდეა და ხომ არ დაკარგა მან წლები?! უფრო ადრე ხომ არ უნდა გაეჟღერებინა თავის მოსაზრებები ამ თემაზე? თუ ამის მიზეზი იყო ის, რომ ის დამოკიდებული იყო თავის სანუკვარ, დამბადებელ და გამზრდელ პოლიტიკურ ძალაზე „ნაციონალურ მოძრაობაზე”? ამიტომ ასეთი დაგვიანებული რეცეპტები მას შეუძლია სხვა დროისთვის შეინახოს”, – ამბობს ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ არსებული ხელისუფლება სამინისტროების ოპტიმიზაციის კუთხით არ იაქტიურებს, რადგან საჯარო სამსახურებში ადამიანების დასაქმებით, მმართველი გუნდი არჩევენბზე გარნტირებულ ხმებს იღებს.

„დღევანდელი ხელისუფლების სრულიად მკაფიო პოლიტიკაა, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სახელმწიფო მოხელე იყოს. ამით ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ოჯახი იყოს ვალდებული, რომ არსებული ხელისუფლება ქვეყნის სათავეში დარჩეს. მახსენდება ერთი არამკითხე მოამბის მიერ, პარლამენტში წარდგენილი ინიციატივა, რომ თურმე საკრებულოებს და ადგილობირივი ხელისუფლების მმართველ ორგანოებს კადრების დიდი დეფიციტი აქვთ. მას შემდეგ, მათი რაოდენობა პრაქტკულად გააორმაგეს. და როგორც წინასწარ იმუქრებოდა ხოლმე ბატონი ღარიბაშვილი, მართლაც, სხვა რომლიმე პოლიტკურ ძალას, არც ერთ საარჩვენო ოლქში გამარჯვება არ მოუპოვებია”, – დასძენს სოსო ცისკარიშვილი.

რაც შეხება პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივას, რომელიც სამინისტროების გასაკონტროლებლად ახალი სამსახურის შექმნას ეხება, სოსო ციცკარიშვილი ფიქრობს, რომ ეს ფუნქცია შესაძებელია ვიცეპერმიერიებს მიანიჭონ.

„მსგავსი სამსახურები არსებობდა და მათ ერქვათ მინისტრთა საბჭოს სტრუქტურები. ასევე ცალკეული სამინისტროების კონტროლი გადანაწილებული იყო ვიცეპრემიერების ფუნქციებში. ჩვენ კი უკვე ოთხი წელია გვყავს ვიცეპრემიერები, რომელთაც არაფერი ეკითხებათ, გარდა თავისი სამინისტროებისა. შესაძლებლია, როგორც ადრე იყო, პრემიერს ჰყავდეს ვიცეპრემიერები რომლებიც არ იქნებიან ცალკე მინისტრები და ისინი სხვადასხვა უწყებებს გაუწევენ კურატორობას. ამ ეტაპზე ქვეყანაში ახალი ველოსიპედის გამოგონების არც დრო, არც საშუალება და არც შნო არა გვაქვს. ამიტომ გადავხედოთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც წლების მანძილზე გამოცდილია და რომელიც უფრო ეფექტური იყო”, – განმარტავს „ექსპერტთა კლუბის ხელმძღვანელი.

წყარო:politcommersant.ge

banner
წინა სტატიაში(video)აფხაზეთის ინდუსტრიული ცენტრი –ქალაქი ტყვარჩელი
შემდეგი სტატიაადგილობრივი თვითმმართველობები და ანტიკორუფციული სტრატეგია – IDFI-ს კვლევა