ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზოგადოებას 6-თვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა

ინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების
ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების,
არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
დეპარტამენტის მუშაობის 6-თვიანი ანგარიში წარუდგინა. ღონისძიება შინაგან
საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ – კახა საბანაძემ გახსნა.

ანგარიშის პრეზენტაცია სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა
უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით გაიმართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საგამოძიებო რეფორმის წარმატებით
განხორციელებისა და გამოძიების ხარისხის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვანია
გამოძიების ხარისხის კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის არსებობა, რომელიც
გამოძიების პროცესში ხარვეზების იდენტიფიცირებას და მათ დროულად აღმოფხვრას
უზრუნველყოფს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან, ადამიანის
უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა.

გამოძიების ხარისხის ამაღლებასთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს
ერთ-ერთი პრიორიტეტია მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების
წარმოება. ამ მიზნით, სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ
არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებსა და სხვა მოწყვლად
ჯგუფებთან. აღსანიშნავია, რომ კოორდინატორებმა უკვე 100-ზე მეტ სისხლის
სამართლის საქმეში მონაწილე მსხვერპლსა და მოწმეს აღმოუჩინეს შესაბამისი
დახმარება.

მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან
თანამშრომლობის შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქალთა მიმართ და
ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის,
არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულისა და ტრეფიკინგის
საქმეებზე გამოძიების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რაც დადებითად აისახა
მიღწეულ შედეგებზე.

დეპარტამენტი კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და თანამშრომლობას
სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან,
როგორც გამოძიების ხარისხის გაზრდის, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვის
მიმართულებით.

banner
წინა სტატიაში“ყველა კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, ვინც საჯაროდ ხელი დამადო” – დიმიტრი გაბუნია
შემდეგი სტატიავასაძე- საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა