“ყველა კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, ვინც საჯაროდ ხელი დამადო” – დიმიტრი გაბუნია

შეწყალების სკანდალთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების დასრულების შემდეგ დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში განცხადების შეტანას აპირებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც, მისი თქმით, “მისი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში” და მოითხოვს, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ გააკეთა.

ერთ-ერთი ვის სახელზეც დიმიტრი გაბუნია სარჩელის შეტანას აპირებს, “ევროპული საქართველოს” წევრი, დეპუტატი ირმა ნადირაშვილია.

“როგორც კი დამთავრდება ეს გამოძიება, ყველა ის პირი კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს, ვინც მე დიმიტრი გაბუნია, ჩემი სახელი და გვარი გარია ამ ბინძურ ცილისწამებაში. აუცილებლად ის იქნება ერთ-ერთი ფიგურანტი, ყველა იმ ცრუპენტელას მიმართ, ამ წუთში სახელსა და გვარს არ დავასახელებ, ვინც საჯაროდ ხელი დამადო და თითქოს მამხილა კორუფციაში” – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიდარგობრივი კომიტეტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრის მოსმენა იგეგმება
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა საზოგადოებას 6-თვიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა