“ადამიანის პირადი ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლამ პიკს მიაღწია”- ბურჭულაძის ფონდი განცხადებას ავრცელებს

“პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს .
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ადამიანის პირადი ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლამ პიკს სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში მიაღწია.
“სწორედ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, ადამიანის პირადი ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლამ პიკს მიაღწია. სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, საჯარო სივრცეში დაუსჯელობის იმედად, ერთმანეთზე მიყოლებით გამოდის ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები. ყველაფერი ეს ხდება ამ ხელისუფლების მხრიდან გარანტირებული დაუსჯელობის იმედად. თუ ამჯერადაც, ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ გამოიძია და კანონის მოთხოვნის უმკაცრესი დაცვით, პასუხი არ აგებინა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამავრცელებელს, ეს იქნება უღირსი ხელისუფლება, რომელსაც არ შეიძლება ვანდოთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი”, – ნათქვამია “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდის” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე თამარ ჩერგოლეიშვილს- ვწუხვარ რომ თამაზაშვილის კლანის ვერსიას ატირაჟებთ
შემდეგი სტატია„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება და მომხდარს გმობს