„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება და მომხდარს გმობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი დავით ბაქრაძე პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებას ეხმაურება და მომხდარს გმობს.

“ამ სიბინძურის გავრცელება ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ მორალური ტერორია, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ზნეობრივი და პოლიტიკური საფუძვლის შერყევა შეუძლია. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ასეთმა სიბინძურემ რეგულაური სახე მიიღო. მახსენდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პრესკონფერენცია, ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადება და ა.შ. ესაა მცირე ჩამონათვალი ასეთი ტიპის ფაქტების, რომლებთაც რეაგირება არ მოჰყოლია, არ ყოფილა გამოძიებული და არავინ დასჯილა.

ამიტომ, ამ ყველაფრის შეჩერების ერთადერთი გზა საზოგადოების მხრიდან ხმამაღალი არას თქმაა ამ სიბინძურისთვის. არას თქმა იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც ამ ტერორის ჩამდენთა მფარველობითაა დაკავებული. „

banner
წინა სტატიაში“ადამიანის პირადი ცხოვრების წინააღმდეგ ბრძოლამ პიკს მიაღწია”- ბურჭულაძის ფონდი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიორგი გაფრინდაშვილმა თსუ-ს კანცლერობაზე უარი თქვა