ადამ კინზინგერი: მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში

„მეამაყება, რომ კვლავ წარვადგენ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც განამტკიცებს აშშ-საქართველოს უმნიშვნელოვანეს პარტნიორობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ურთიერთობას მსოფლიოს კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაწილში“, – ამის შესახებ ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ ადამ კინზინგერმა „საქართველოს მხარდასაჭერი აქტის“ დაინიცირების შესახებ განაცხადა.

ეს კანონპროექტი კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, დემოკრატიულ განვითარებას და უსაფრთხოებას, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მოხარული ვარ, რომ მოცემული დოკუმენტი ადასტურებს იმას, რომ საქართველო დიდი ხანია ნატოს ასპირანტი ქვეყანაა“, – განაცხადა კონგრესმენმა კონოლიმ.

„უკვე 12 წელზე მეტი გავიდა, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ და მოახდინეს საქართველოს მიწების ოკუპაცია. თუმცა მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის პირობებშიც კი, საქართველო დაუღალავად მუშაობდა დემოკრატიის განვითარებისა და თავისი ხალხის დამოუკიდებლობისთვის. ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელახლა წარვადგენთ ამ კანონპროექტს“, – აღნიშნა კონგრესმენმა კინზინგერმა.

banner
წინა სტატიაშიგოგორიშვილი – ნიკა მელიას საქმისადმი დამოკიდებულება, ეს არის გაგრძელება ადამიანებით ვაჭრობის და პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლის, რომელიც უკვე აღარავის უკვირს
შემდეგი სტატიააფხაზეთის მიმართულებით, ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი დღეიდან გაიხსნა