გოგორიშვილი – ნიკა მელიას საქმისადმი დამოკიდებულება, ეს არის გაგრძელება ადამიანებით ვაჭრობის და პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლის, რომელიც უკვე აღარავის უკვირს

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, ნიკა მელიას საქმეს ეხმაურება.

გოგირიშვილის თქმით, ოცნებისგან არაფერია გასაკვირი და მათთან მიმართებაში ლოგიკით და გონებით არ უნდა ვიმსჯელოთ.
გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას საქმისადმი დამოკიდებულება არის გაგრძელება პოლიტიკური ვაჭრობისა და ზეწოლის, რომელიც აღარავის აღარ უკვირს, პირველ რიგში კი თავად ნიკა მელიას.

„ბოლო რამდენიმე წელია ვამბობ, რომ ოცნებისგან არაფერი გამიკვირდება და ერთი მარტივი რამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოცნებასთან მიმართებაში ლოგიკით და გონებით არ უნდა ვიმსჯელოთ, იმიტომ, რომ ყველაფერი შეიძლება მოუვიდეთ ავადმყოფურ თავში აზრად.
რაც შეეხება ნიკა მელიას საქმისადმი დამოკიდებულებას, ეს არის გაგრძელება იმ ვაჭრობის, ადამიანებით ვაჭრობის, პოლიტიკური ვაჭრობის და პოლიტიკური ოპონენტების ზეწოლისა, რომელიც უკვე აღარავის უკვირს და პირველ რიგში არ უკვირს ნიკა მელიას, რადგან მას შემდეგ, რაც სრულიად უკანონოდ, კონსტიტუციის დარღვევით უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა, არამგონია ეხლა, რომ სასამართლოს დამოკიდებულება სიახლეს წარმოადგენდეს მისთვის.“ – განაცხადა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი – ვაქცინირებულებს და არავაქცინირებულებს ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ
შემდეგი სტატიაადამ კინზინგერი: მტკიცედ ვდგავარ ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით, რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში