აჭარის მთავრობის შენობასთან აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

AWBF3P Judge

აჭარის მთავრობის შენობასთან გამართულ აქციაზე დაკავებული ოთხივე პირი მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ დარბაზიდან გაათავისუფლა.

პროცესი 19 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.სასამართლოს გადადების მიზეზი დაკავებულების მოთხოვნა გახდა, აეყვანათ ადვოკატები და გაცნობოდნენ საქმის მასალებს.

სამართალდამცავებმა ოთხი პირი აჭარის მთავრობის სახლთან ადმინისტრაციული წესით, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელი კარი გადაკეტეს და თანამშრომლებს შენობაში არ უშვებდნენ.

banner
წინა სტატიაში“თალაკვაძეს მივმართავ, მზად ვარ, მასთან ერთად კონსულტაციები გავიარო და გამოსავალი შევთავაზო”
შემდეგი სტატია“ვინმე თუ ფიქრობს, რომ ჩემი გადაწყვეტილების გამო ან მრცხვენია, ან უკან ვიხევ, არა”-წილოსანი