აჭარის მაღალ მთიან სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს

ქედის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად თოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 60-90 სანტიმეტრს აღწევს, დაბლობში-კი 30-50 სანტიმეტრია.

მაღალი გამავლობის ავტომობილების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის შესაძლებელი.მოქალაქეები ამბობენ, რომ ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ქედის მონაკვეთი გაწმენდილი არ არის, რაც გადაადგილებას აფერხებს. ელექტროენერგია არ მიეწოდება დაბა მახუნცეთის მოსახლეობას, ”ენერგო პრო-ჯორჯიას” ჯგუფები შემთხვევის ადგილას მუშაობენ. ქედის მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 11 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიმთავრობამ „კოვიდ-19“-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა
შემდეგი სტატიაგაბუნია – ჩვენი მიზანია, ჯანდაცვის 46 000 მუშაკი აიცრას პირველივე ეტაპზე