აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა

აჭარის განათლების მინისტრად მაია ხაჯიშვილი დაინიშნა. ახალი მინისტრი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.

„მაია ხაჯიშვილს გავლილი აქვს ყველა ის ეტაპი, რომელიც საჭიროა განათლების სამინისტროს ეფექტური ფუნქციონირებისთვის. ასევე, მას ბოლო წლებში უმაღლეს საბჭოში მუშაობის გამოცდილება აქვს. დარწმუნებული ვარ, ის წარმატებით გაართმევს თავს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ დრომდე მაია ხაჯიშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსად მუშაობდა

banner
წინა სტატიაშიჩერნოვეცკი: “იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს აშკარად, არ ჰყოფნით სასკოლო გეოგრაფიული განათლება”
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა