აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მეცხრე შემთხვევა 80 წლის ქალბატონს დაუფიქსირდა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების მეცხრე შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებული 80 წლამდე ქალბატონია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა აჭარაში ინფიცირებულ ერთ-ერთ პირთან და შემდეგ კარანტინში იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მას თითქმის გავლილი ჰქონდა იზოლაციის პერიოდი, თუმცა სიმპტომები ბოლო დღეს გამოუვლინდა და ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა.ამდენად ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ ცხრა ინფიცირებული იმყოფება. ერთი მართვით სუნთქვაზე რჩება, დანარჩენების მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავურისის სულ 170 შემთხვევაა დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაფოთის ჰოსპიტალში სოფელ საბერიოდან კორონავირუსის სიმპტომებით 60 წლის ქალი შეიყვანეს