“აბსოლტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე”- მიხეილ გიორგაძე საყდრისის საბადოზე

კულტურის მინისტრის მოადგილისადმი საყდრისის საკითხზე კითხვა ორმა დეპუტატმა, დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა სალომე ზურაბიშვილმა და ენმ-ს წარმომადგენელმა სერგო რატიანმა დასვა.
რატიანის თქმით, გიორგაძის სახელი საყდრისის საბადოს ნგრევას უკავშირდება. გიორგაძემ კი დეპუტატებს უპასუხა, რომ ის დღესაც დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილების სისწორეში.

“ეს საკითხი ისედაც გადასულია სამართლებრივ სფეროში. კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ოთხი სარჩელია შეტანილი. ამ ოთხი სარჩელიდან ერთის განხილვა დასრულდა და ის არ დაკმაყოფილდა. დარჩენილია სამი სარჩელი. საკითხის სამართლებრივი შეფასების პროცესი დაწყებულია. მე ნაბისმიერ ფორმატში მზად ვარ, დასმულ კითხვებს პასუხი გავცე, რაც არაერთხელ გამიკეთებია. საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა, პარლამენტის პრეროგატივაა“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილმა დანიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე გიგი გიგიაძე დანიშნა
შემდეგი სტატია“ემზარ კვიციანი შესაძლებელია, სახელმწიფოსთვის იყოს საფრთხის შემცველი”