“ემზარ კვიციანი შესაძლებელია, სახელმწიფოსთვის იყოს საფრთხის შემცველი”

abesadze_7_1_1“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ის, რომ ემზიარ კვიციანი უნდა იყოს თვადაცვის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საფრთხედ ფასდება თუ არა, პოლიტიკური გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ” უნდა მიიღოს.

“ეს არ იყო პოლიტიკური შეთანხმება, ეს არის ბატონი სესიაშვილის მიერ გაცხადებული საკუთარი პოლიტიკური გუნდის წინასწარი გადაწყვეტილება, თუმცა იმდენად დიდია ცდუნება, რომ “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი ემზარ კვიციანი გახდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომ “ქართულმა ოცნებამ” დაარღვია საკუთარი პოლიტიკური განაცხადიც. ის, რომ ემზიარ კვიციანი უნდა იყოს თვადაცვის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, საფრთხედ ფასდება თუ არა, პოლიტიკური გადაწყვეტილება “ქართულმა ოცნებამ” უნდა მიიღოს, თუმცა საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა, ნათელია, რომ მისი ჩართულობა მართლაც შესაძლებელია, სახელმწიფოსთვის იყოს საფრთხის შემცველი“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი აბესაძემ. პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტმა დღეს კენჭი თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატურებს უყარა, თუმცა ხმები გაიყო. ირაკლი აბესაძემ 9-ის ნაცვლად 8, ემზარ კვიციანმა კი 5 ხმა მიიღო. კომიტეტის სხდომა ირაკლი სესიაშვილმა დეპუტატებისადმი მიმართვით დაიწყო და უმრავლესობის წევრებს მოუწოდა მხარდაჭერა ირაკლი აბესაძისთვის გამოეცხადებინათ.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს პოლიტიკური შეთანხმება იმის შესახებ, რომ 15 კომიტეტიდან 12-ში თავმჯდომარის მოადგილე უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დანარჩენ სამ კომიტეტში კი “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაში“აბსოლტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე”- მიხეილ გიორგაძე საყდრისის საბადოზე
შემდეგი სტატია(video) ირმა ნადირაშვილმა „თაიმერის“ გახმაურებულ „ნარუშილოვკების“ სკანდალზე შს და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს პასუხი მოსთხოვა