აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში 81 წლის მამაკაცი დააყაჩაღეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში 81 წლის შახი გუგუშვილი ორმა ნიღბიანმა დააყაჩაღა და სასტიკად სცემა. მოხუცს შეიარაღებულმა ნიღბიანებმა მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და ფული წაართვეს, ამის შემდეგ კი, შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.წაღებულია 500 ლარი.

როგორც თაიმერს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა, გამოიძიება 179- მუხლით მინდინარეობს, რაც ყაჩაღობას, თავდასხმას, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარას გულისხმობს. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები

banner
წინა სტატიაშიკაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი