კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ

region
ავტ.: region იანვარი 8, 2021 10:38

კაპიტოლიუმში განვითარებული მოვლენების გამო, აშშ-ის განათლებისა და ტრანსპორტის მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კაბინეტის ორი მინისტრი – ტრანსპორტის მინისტრი ელეინ ჩაო და განათლების მინისტრი ბეტსი დევოსი, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის გამო, თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, ელეინ ჩაომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის „ღრმად შეშოთებულია“ კაპიტოლიუმის შენობაში განვითარებული მოვლენებით, რომლის თავიდან აცილება სრულებით შესაძლებელი იყო. გადადგომის შესახებ განცხადება პრეზიდენტ დონალდ ტრამპს განათლების მინისტრმაც წარუდგინა. ბეტსი დევოსი წერს, რომ კაპიტოლიუმში შეჭრა „არაკეთილსინდისიერი საქციელია.“

6 იანვარს, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დადასტურების საკითხი განიხილებოდა. სამართალდამცავებმა წესრიგი რამდენიმე საათში აღადგინეს, რის შემდეგაც სხდომა გაგრძელდა და კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაადასტურა. გავრცელებული ინფორმაციით, არეულობას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

region
ავტ.: region იანვარი 8, 2021 10:38

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics