9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმები რუსეთის ათობით ქალაქმა გააუქმა

გამოცემა Верстка-ს ცნობით, 9 მაისს გამარჯვების დღის აღსანიშნავი აღლუმები რუსეთის ათობით ქალაქმა გააუქმა. 18 ქალაქი უშუალოდ რუსეთის ფედერაციაში მდებარებს. სამხედრო აღლუმი გაუქმდა ანექსირებული ყირიმის სამ ქალაქში – სევასტოპოლში, სიმფეროპოლსა და ქერჩი.

“უსაფრთხოების მიზნით, აღლუმები გააუქმეს კალუგაში, რიაზანში, ორელში, სარატოვში, ქალაქ გუსევში (კალინინგრადის ოლქი), ლიპეცკსა და ელეცში, ასევე ტიუმენში, რომელიც ფრონტიდან შორ მანძილზე მდებარეობს,-წერს გამოცემა Верстка.

საზღვართან მდებარე კურსკში, აღლუმის გაუქმება ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით გადაწვიტეს. ბელგოროდში მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზად ის დაასახელეს, რომ არ მოხდეს მტრის პროვოცირება ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის ქალაქის ცენტრში დაგროვებით.

banner
წინა სტატიაშიკიევში საჰაერო თავდაცვას გააძლიერებენ
შემდეგი სტატიაოკუპირებულმა მარიუპოლმა ,,აზოვს” დაბადების დღე მიულოცა