9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას წალენჯიხის მუნიციპალიტეტში პატივი მიაგეს

ზუსტად 30 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ქალაქ წალენჯიხაში 9-აპრილის ხეივანში, სიმბოლურად, გამთენიის 4 საათზე სანთლები დაანთეს და სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა.
ეს გმირები არიან: ადამია აზა, 22 წლის; ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; გიორგაძე ნატო, 23 წლის; დოლიძე თამუნა, 28 წლის; ენუქიძე თინა, 70 წლის; თოიძე ნინო, 25 წლის; კიკვიძე ზაირა, 61 წლის; ლოლაძე მანანა, 33 წლის; მამულიშვილი თამარი, 50 წლის; მეტრეველი ვენერა; ნოზაძე მამუკა, 22 წლის; სამარგულიანი ნანა, 41 წლის; ქვასროლიაშვილი შალვა; ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; ჭოველიძე თამარი, 16 წლის; ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; მელქაძე მანანა 23 წლის; ქარსელაძე გია, 25 წლის;
9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

banner
წინა სტატიაშიმინდა, ქედი მოვიხარო 9 აპრილს დაღუპული გმირების წინაშე
შემდეგი სტატია12 წლის წინ გაძარცვულ თამრიკო ჭოველიძის მემორიალის აღდგენაზე დღესაც არავინ ზრუნავს