ბახრეინში ოპოზიციონერებს 3 000 წელი მიუსაჯეს

ბახრეინში ოპოზიციონერებს 3 000 წელი მიუსაჯეს

ბახრეინში ოპოზიციონერებს 3 000 წელი მიუსაჯესბახრეინის ოპოზიციური პარტიის “ალ-ვიფაკი” მმართველი საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 2015 წლის მანძილზე სამეფოში 340 ოპოზიციონერია დაკავებული, რომელთა საერთო თავისუფლების აღკვეთის ჯამი 2783 წელია. როგორც ალ-მუსავმა თქვა, მიმდინარე მომენტში ქვეყნის ოპოზიციას აეკრძალა ნებისმიერი სახის აქციის ჩატარება, მათ შორის, მშვიდობიანი.

კუნძულ-სამეფოში არეულობები 2011 წელს დაიწყო და საპროტესტო აქციებმა ფართო მასშტაბები შეიძინა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მთავრობის მტკიცებით რეფორმები გატარდა, ხშირად ხდება ტერაქტები, რომელიც ადგილობრივი სამართალდამცველების წინააღმდეგაა მიმართული. ბახრეინმა არა ერთხელ დაადანაშაულა ირანის მთავრობა შიიტი მეამბოხეების მხარდაჭერაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის დაცვის დღესასწაულის აღსანიშნად ქართულ ლეგიონს სიგელი გადაეცათ
შემდეგი სტატია81 სანტიმეტრის ბრიტანელი მასზე ორჯერ მაღალ მამაკაცს გაყვა ცოლად