800 ათასი მოქალაქე არა ტოროლა–მიხეილ სააკაშვილი

mishaaaმიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს ივანიშვილს საარჩევნოდ სჭირდება.

ექსპრეზიდენტის ეჭვებს განსაკუთრებით ის ამძაფრებს, რომ მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემებით რუსეთში 800 ათასი ქართველი ცხოვრობს, რაც, სააკაშვილის თქმით, “ივანიშვილის გარანტირებულ ხმებს წარმოადგენს”.

„800 ათასი მოქალაქე არა ტოროლა. ჩვენი გათვლებით რუსეთში მაქსიმუმ არის 150 ათასი მოქალაქეზე ცოტა მეტი. ამ სტატისტიკით წინასწარ გამოგვიცხადა და თქვა, რომ არჩევნები არ იქნება. მე, კარასინი, აბაშიძე და პუტინი დავთვლით თქვენს შედეგებს. ეს კაცი არსად არ აპირებს წასვლას,“ – ამბობს სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი თავისი პოლიტიკური გათვლებით უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩს გავს, რომელიც ასევე არ აპირებდა ხელისუფლებიდან წასვლას.

„ერთიერთზე გვანან ერთმანეთს. იმასაც ეგონა, რომ მარადიულად აქ მოჯდებოდა და ამასაც ჰგონია,“ – ამბობს სააკაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ხალხის დახმარებით ნაციონალური მოძრაობა შეძლებს ივანიშვილის მმართველობის შეცვლას.

banner
წინა სტატიაში“ღარიბებს გადასახადებს არ უნდა ვახდევინებდეთ” – მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიამის სათვალთვალოდ საქართველოდან სუს-ის თანამშრომლები გაგზავნეს