“ღარიბებს გადასახადებს არ უნდა ვახდევინებდეთ” – მიხეილ სააკაშვილი

უკრაინის პროკურატურაში მუშაობას უახლოეს პერიოდში იურისტი გიზო უგულავა დაიწყებს.

mishaaa“ღარიბებს გადასახადებს არ უნდა ვახდევინებდეთ,”- ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თოქშოუ არჩევანში საუბრის დროს აკეთებს.

სააკაშვილი მთავრობას ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის გზებს სთავაზობს და ამბობს, რომ უნდა მოხდეს გადასახადების შემცირება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ შესაძლებელია, დაიწიოს დამატებითი ღირებულებების, საშემოსავლო და მოგების გადასახადები.

“საცალო ვაჭრობისა და ბაზრობისთვის სწორი პროგრამა გვქონდა. ამ პროგრამამ არ გაიზიარა ადამიანების ფაქტორი. მაშინ ჩვენ უცებ მოვინდომეთ საქართველოში ნორვეგიის გაკეთება. ამ გადმოსახედიდან გეტყვით, რომ საქართველო 50 წელი ვერ გახდება ნორვეგია. გადასახადები უნდა იყოს, მაგრამ ღარიბებს არ უნდა ვახდევინებდეთ,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგვყავს მაჯლაჯუნა მინისტრი–მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატია800 ათასი მოქალაქე არა ტოროლა–მიხეილ სააკაშვილი