80 მომხრე, 8 წინააღმდეგი – მე-12 კლასელთათვის გამოცდები გაუქმდა

გამოსაშვები გამოცდები გაუქმებულია – „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა. პარლამენტმა მთავრობის ინიციატივას კენჭი, დღეს მეორედ უყარა. გამოცდების გაუქმებას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, რვა კი წინააღმდეგი წავიდა.

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების ჩავარდნა პარლამენტში რიგგარეშე სესიის დანიშვნის მიზეზი გახდა. მთავრობის ინიციატივა კენჭისყრაზე დღეს ხელახლა დადგა.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არავითარი ტექნიკური შეცდომა არ მომხდარა და მმართველმა გუნდა ეს ნაბიჯი გამიზნულად გადადგა.

პარლამენტმა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე პარასკევს ჩააგდო.

banner
წინა სტატიაში“კობა გვენეტაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ არ დაუდგა გვერდით „თიბისი ბანკს“, მისი საქციელი უკვალოდ ვერ ჩაივლის”
შემდეგი სტატიასაგარეო უწყების ინფორმაციით, მალტაში სროლის შედეგად დაჭრილ პირებს შორის საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ არის