“კობა გვენეტაძეს აუცილებლად მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ არ დაუდგა გვერდით „თიბისი ბანკს“, მისი საქციელი უკვალოდ ვერ ჩაივლის”

თქვენ აუცილებლად მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ არ დაუდექით გვერდით „თიბისი ბანკს“ და რატომ არ გააკეთეთ ყველაფერი, რომ არ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც დადგა, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღმოჩნდა ჯალათი, რომელიც კონკრეტულად ნასიამოვნებია იმით, რაც დაემართა „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს.

„მინდა, გავიმეორე ზურაბ ჭიაბერაშვილის გამონათქვამი, რომელიც ყველა კარგად ასახავდა და კარგად შეიძლება შეჯამება თქვენი გამოსვლის. ბატონმა ჭიაბერაშვილმა თქვა, რომ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით თავდაპირველად თქვენ ეგონეთ მსხვერპლი, თუმცა თქვენ აღმოჩნდით ჯალათი. მეც ზუსტად ეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თქვენ ხართ კონკრეტულად ნასიამოვნები ამ საქმით, რაც დამართეთ „თიბისი ბანკსა“ და მამუკა ხაზარაძეს. მე არ ვიცი, ეს რატომ გააკეთეთ, შესაძლოა, იმ მაღალი შემოსავლების შესანარჩუნებლად, რომელზეც ხათუნა გოგორიშვილმა ისაუბრა, შეიძლება იმიტომ, რომ მართლა ვერ გაუძელით ზეწოლას, არ ვიცი, მაგრამ ძალიან ცუდად მოიქეცით. თქვენი საქციელი უკვალოდ ვერ ჩაივლის. თქვენ აუცილებლად მოგიწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რატომ არ დაუდექით გვერდით ამ ფინანსურ ინსტიტუტს და რატომ არ გააკეთეთ ყველაფერი, რომ არ დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც დადგა“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის მომზადებული კანონპროექტი რომელი იყო და რომელი – ოპოზიციის, ამას უმრავლესობის ჩატში წითელი და მწვანე ვაშლების გაგზავნით აგებინებდნენ
შემდეგი სტატია80 მომხრე, 8 წინააღმდეგი – მე-12 კლასელთათვის გამოცდები გაუქმდა