8 საათიანი ტანჯვა-წამების დღე – გოცირიძე პრემიერის საპარლამენტო გამოსვლაზე

ეს იყო 8 საათიანი ტანჯვა-წამების დღე მთავრობისთვის – ასე შეაფასა ენმ-ს წევრმა, რომან გოცირიძემ პრემიერ ღარიბაშვილის საპარლამენტო გამოსვლა, რომელიც გუშინ, 25 ივნისს საკანონმდებლო ორგანოში მთელი დღე გაგრძელდა.

იდგა მთავრობის მეთაური და იტანჯებოდა – ამბობს გოცირიძე და აანონსებს, რომ ორშაბათს, როდესაც გამოსვლები პარლამენტში რიგგარეშე სხდომის ფორმატში განახლდება, მთავრობის კიდევ უფრო მეტი მხილება იქნება.

“ერთადერთი, რაც მათ თავდაცვისთვის დასჭირდათ ბრექიაობა და იქით შედავებაა – ამას ვიზამთ, იმას ვიზამთ, ვიღაცას დავაპატიმრებთ, ვიღაცას დავსჯით- ვერაფერსაც ვერ იზამენ. დამთავრდა “ქართული ოცნების” ხელისუფლება” – ამბობს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა