იტალიაში დაკარგულ ქართველ ემიგრანტს ეძებენ

ტალიის ქალაქ ლეჩეში ლაგოდეხელი ახალგაზრდა დაიკარგა. 40 წლის თემურ მოსაშვილს ახლობლები და ნათესავები 20 ივნისის შემდეგ ეძებენ.

ინფორმაცია მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს და იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს დახმარება სთხოვეს.

მეგობრები წერენ, რომ თემურ მოსაშვილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლტოლვილების თავშესაფარში ცხოვრობდა. იმის გამო, რომ ტემპერატურა დაუფიქსირდა, ავტობუსში, რომელიც მათ ემსახურებოდა, აღარ შეუშვეს, 2 დღე- ღამის განმავლობაში კი ერთ- ერთ პარკში ეძინა. მათივე ინფორმაციით, ნერვიულობის ფონზე მას მაღალი წნევა ჰქონდა და გონებაც დაკარგა.

20 ივნისის დილას მამაკაცმა დაკარგა ტელეფონი გიტარასთან ერთად და ამ დღის მერე დაიკარგა- წერენ თემურ მოსაშვილის ახლობლები სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები თბილისში არიან
შემდეგი სტატია8 საათიანი ტანჯვა-წამების დღე – გოცირიძე პრემიერის საპარლამენტო გამოსვლაზე