“8 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება”- ვანო მერაბიშვილის განცხადება

მოსამართლეები არნახული ზეწოლის ქვეშ არიან, თუმცა უნდა გაუძლონ, რადგან დღეები და თვეებია დარჩენილი

ვანო მერაბიშვილი წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მინდა ჩემი მოსაზრებები გადმოგცეთ.
ჩვენი პარტიის აქტივისტებმა და ლიდერებმა საქართველოს თითქმის ყველა ოჯახი შემოიარეს და ხალხის განწყობას გაეცნენ. ვიხილეთ სანდო კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც ნათელია, რომ არჩევნებს ვიგებთ. ვიხილეთ გრანდიოზული მხარდამჭერი მიტინგიც 5 ოქტომბერს.
ამის მიუხედავად, ზოგი ჩვენგანი მაინც თავშეკავებულია პროგნოზებში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ზოგი ზედმეტად თვითკრიტიკულია, ზოგს სოლიდარობის განცდა ბოჭავს, ზოგისთვის კი გამარჯვება too good to be true არის.
პირადად მე დარწმუნებული ვარ ჩვენს უპირობო გამარჯვებაში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უმრავლესობას მოიპოვებს.
პირველ ტურში მნიშვნელოვანი უპირატესობით გავალთ პირველ ადგილზე. მეორე ტური ჩატარდება ოლქების უმეტესობაში, სადაც თითქმის ყველა ოლქში ჩვენი კანდიდატი დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს.
8 ოქტომბერს ყველაფერი შეიცვლება და ქვეყანა ახალ რეალობაში აღმოჩნდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შედგება პატრიოტი, პატიოსანი, განათლებული და მებრძოლი წევრებისგან. ასეთი ხალხი ყოველთვის იმარჯვებს და ჩვენც გავიმარჯვებთ!” ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო დელეგაციასთან საპარლამენტო არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაროსტურიზმი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს შესაძლო რისკების შესახებ აფრთხილებს