8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის

ker8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მეტი სტაბილურობის და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვის, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ თავად აირჩია ევროატლანტიკური მომავალი და აშშ გრძნობს ვალდებულებას, რომ დაეხმაროს თავისი მიზნების მიღწევაში.

„მოხარული ვარ, რომ პრემიერთან ერთად ორმხრივი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერე ხელი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას შემდგომ ნაბიჯებს, საქართველოს მდგარადობას და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შუეწყობს ხელს. დიდი მადლობა თავდაცვის დეპარტამენტის მდივანს, კარტერს საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებს, რომლების ძალისხმევითაც აღნიშნულ მემორანდუმს მოეწერა ხელი“, – განაცხადა ჯონ კერიმ.

მისივე თქმით, საქართველო არის მოდელი დემოკრატიული ცვლილებების, საარჩევნო პირობების შეცვლის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებისთვის.

“ეს თემა განვიხილე პრემიერ-მინისტრთან, მოგვიანებით პრეზიდენთანაც შევეხები ამას. ჩვენ დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესების საკითხებს ასევე წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან, რომელთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი მეტი სტაბილურობის და საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური აღმავლობისთვის. ჩვენ საუბრებში ხაზი გავუსვით საარჩევნო გარემოს თემებს, რომლებიც ზეწოლისა და დაშინებისგან არის თავისუფალი და იმისთვის, რომ არ შეწყდეს ის პროგრესი, რომელიც არის მასამედიის მიმართ“, – აღნიშნა ჯონ კერიმ.

banner
წინა სტატიაშიჯონ კერი – ვარშავის სამიტზე კვლავ დავადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიასაქართველო უკვე არის ნატო-სთვის მნიშნველოვანი პარტნიორი