ჯონ კერი – ვარშავის სამიტზე კვლავ დავადასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით

kerამერიკის შსერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და, როგორც 2008 წელს მოკავშირეებმა განაცხადე ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ჩარჩოებში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ვარშავის სამიტზე კვლავ მხარს დაუჭერს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს მომავალ წევრობასთან დაკავშირებით. დიახ, არსებობდა გარკვეული მიზეზები, რამაც შეანელა პროცესები. ყველას კარგად ესმის, რომ ძალზე სერიოზული პროცესები მიმდინარეობს უკრაინის, სირიის, სხვა რეგიონების თვალსაზრისით, მთელი რიგი გამოიწვევების წინაშე ვდგავართ. მაგრამ, საქართველო დღესდღეობით უკვე ნატო-ს ძალზე მნიშვნელოვანი პარტნიორია და საქართველოს მოსახლეობა პოზიტიურად უნდა აღიქვამდეს დღეს, თუ რას მიაღწია საქართველომ“,- განაცხადა ჯონ კერიმ.

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილს ნატო-ს ოპერაციებში.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მონაწილეობას ნატო-ს ოპერაციებში და ამას მაღალ შეფასებას აძლევს ნატო-ს ყველა წევრი. მე ამას არ დავარქმევდი შეფერხების, იმედგაცრუების მომენტს, არამედ გაგრძელებულ პროცესს ვუწოდებდი და ნამდვილად დადგება ის დრო, როდესაც საბოლოო ნაბიჯები იქნება გადადგმული“- აღნიშნა ჯონ კერიმ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთი გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მესაზღვრეს, რაშიდ ქანჯი-ოღლის საქართველოს არ გადასცემს
შემდეგი სტატია8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის